ამ ზეთს რამდენიმე ათასწლეუილის განმავლობაში ეთაყვანებიან! ზეთს შეიძლება ვუწოდოთ უნიკალური თავისი ზემოქმედებით ადამიანის სხეულზე, ამასთანავე, მას აქვს ნაზი არომატი და დახვეწილი გემო.
მხოლოდ ორიოდე წვეთი სეზამის ზეთს შეუძლია შემატოს ორიგინალური გემო და უნიკალური არომატი. სეზამის ზეთი საჭირო მაკრო და მიკროელემენტების შესანიშნავი წყაროა და დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედების რეგენერაციას. სეზამის ზეთს აქვს სამკურნალო ეფექტის საკმაოდ ფართო სპექტრი, მათ შორის ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების სამკურნალო, ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიციდული, ანტიჰელმინთური, იმუნოსტიმულატორული, საფაღარათო და შარდმდენი თვისებები. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ არა მხოლოდ როგორც საკვებ პროდუქტს, არამედ როგორც ეფექტურ სამკურნალო საშუალებას ხალხურ მედიცინაში.
ძალიან უხდება აღმოსავლურ კერძებს, ჰუმუსს და ბაბაგანუშს. ავსებს ბოსტნეულისა და საკაზმს (ე.წ. გარნირებს) კერძებს სასიამოვნო გემოთი. დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმნის წვენი და ცოტა სანელებლები და გექნებათ შესანიშნავი სალათის სოუსი და გარნირი ბრუსკეტებისა და პასტასთვის.
გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას აღმოსავლეთის სამყაროში!
Ჩვენ ასევე გვაქვს:
Თქვენი შეკვეთა:
შეკვეთის გადახდა ხდება მიღებისთანავე. თქვენი შეკვეთის მიღების შემდეგ დაგიკავშირდებით დეტალების გასარკვევად.
By clicking the button, you consent to the processing of personal data and agree to the privacy policy.