უმეტესობამ იცის კანზე მისი დადებითი გავლენის შესახებ, მშრალი კანის დატენიანებისა და კვების შესახებ. და მართლაც, ზეთი გამოირჩევა ცხიმოვანი მჟავების, ასევე ვიტამინები Е, А, В1, В2 და В6 მაღალი შემცველობით; და ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ნუშის ზეთს აქვს ასევე იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, და იგი არა მხოლოდ კანს, არამედ მთლიანად სხეულს ესაჭიროება. ზეთის მიღება დადებით გავლენას ახდენს ფილტვებზე, გულსა და კუჭნაწლავურ სისტემაზე. მისი რეგულარული მიღება (ორიოდე კოვზი დღეში) მოქმედებს როგორც შეკრულობის საწინააღმდეგო მსუბუქი საშუალება და არეგულირებს კუჭნაწლავის მოქმედებას. ნუშის ზეთის ყოველდღიური მიღება ხელს უწყობს ორგანიზმის სასარგებლო ცხიმებით გაჯერებას და ამასთან ერთად ფორმის შენარჩუნებას, სისხლში ქოლესტერინის და შაქრის შემცირებას. ფოსფორი, მანგანუმი და კალიუმი აძლიერებს ძვლოვან სისტემას. სპილენძი აუმჯობესებს თქვენი თმის მდგომარეობას. თქვენი თმა გახდება მბზინავი, საკმარისია წაისვათ რამდენიმე წვეთი ნუშის ზეთი სველ თმაზე, მისი ნიღაბი აღადგენს გაყოფილ ბოლოებს. თქვენი მშრალი კანი მადლობას მოგახსენებთ, განსაკუთრებით თბილი სეზონის დაწყებასას.
ჩვენ გირჩევთ დაამატოთ ის ბოსტნეულის კერძებში (თერმული დამუშავების შემდეგ), სალათებსა და მარცვლეულებში. ზეთი არ გამოდგება შესაწვავად, სამაგიეროდ ბევრ სარგებელს მოგიტანთ ცივად გამოყენებისას. ნუშის ზეთს აქვს ნეიტრალური გემო და მოეწონებათ, როგორც მოზრდილებს, ასევე ბავშვებს.
გასინჯეთ და ისიამოვნეთ!
Ჩვენ ასევე გვაქვს:
Თქვენი შეკვეთა:
შეკვეთის გადახდა ხდება მიღებისთანავე. თქვენი შეკვეთის მიღების შემდეგ დაგიკავშირდებით დეტალების გასარკვევად.
By clicking the button, you consent to the processing of personal data and agree to the privacy policy.